fbpx

ხაინდრავა დეგნანს:აშშ თვეში მილიარდ დოლარს უხდის პუტინს, რათა უკრაინელი ბავშვები დახოცოს


რა ხდება ეს?! სანქციებიო! გვერდს უვლის ეს პუტინისტი აშშ!, – ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ თვეში მილიარდ დოლარს უხდის პუტინს, რათა უკრაინელი ბავშვები დახოცოს.

„უკუღმა მედასავლეთეების საყურადღებოდ! რა ხდება ეს?! სანქციებიო! გვერდს უვლის ეს პუტინისტი აშშ! თვეში! მილიარდ დოლარს! უხდის პუტინს! უკრაინელი ბავშვები რომ დახოცოს! ქალბატონო ელჩო, მართალია ეს?! ვერ დავიჯერებ!!
ღმერთო, შენ უშველე ამერიკას და უკრაინას!“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

ცნობისთვის, გამოცემა „ასოშიეთედ პრესი“ წერს, რომ, სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება