fbpx

ხაბეიშვილს,რომ ატლასის შარვალში გამოწკეპილს ლექსი ათქმევინოთ, მაინც აღარაფერი გიშველით!

მმართველი პარტიის დეპუტატი დიტო სამხარაძე რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს:

“უსამშობლოებს რამდენიმე ტალღიანი შოკი ჰქონდათ:

პირველი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ განაპირობა, რამაც ყველანაირი გეგმა და რევოლუციური ინფრასტრუქტურა ჩამოუშალა! ახლა რომ უტიფრად ულოცავენ ერთმანეთს დაბოღმილი სახეებით,
იმ ხალხის მაინც როგორ არ უტყდებათ რევოლუციური სცენარისთვის რომ
ამზადებდნენ და არწმუნებდნენ, კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ და ოცნების მოშორების პროცესში გვერდით დაგვიდექითო. ტრენინგებზე დამაჯერებელი მესიჯებით ესაუბრებოდნენ, რუსულ ხელისუფლებას სტატუსს არ მისცემენო.

მეორე შოკი, სტატუსის მინიჭების შემდგომ, ათასობით ახალგაზრდის ავტო-კოლონის ყურების დროს დაემართათ! ნაადრევად გასკდნენ გულზე, ამ ეტაპზე ახალგაზრდების მხოლოდ ნაწილი იხილეთ, მეტის გამოჩენა არც იყო საჭირო! საარჩევნო კამპანიის დროს ნახავთ ახალგაზრდულის რეალურ ძალას და სიმრავლეს! იცოდეთ, თქვენ რომ ამერიკული კანონი რუსულად შეასაღეთ და მოატყუეთ, ის ახალგაზრდები დღეს სიმართლის გვერდით დგანან და მეორედ აღარ მოგცემენ მათი და ხალხის მოტყუების საშუალებას!

მესამე ტალღა ხალხმრავალი ზეიმი იყო! ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ხელისუფლებასთან, მმართველ პარტიასთან ერთად აღნიშნავდა კანდიდატის სტატუსის მონიჭებას! შედარებისთვის გეტყვით, რომ უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე თქვენი საერთო მეპატრონის კუთვნილებაში მყოფი ზურაბიშვილის ხელმომწერები!

კარგია, ასეთ დაშოკილებს რომ გიყურებთ მთელი ერი! ნამდვილად ამის ღირსები ხართ! სულ რომ ძეწკვზე დაკიდოთ ხაბეიშვილი, ამღეროთ, ატლასის შარვალში გამოწკეპილს ლექსი ათქმევინოთ, მაინც აღარაფერი გიშველით! გაირჭვეთ რუსო-რუსოს ძახილი, რაც ხალხს არც ადრე სჯეროდა და მითუმეტეს ახლა აღარ აინტერესებს. ჩარჩენილებო 1-0? არაა! 100-0 გიგებთ ქართული ოცნება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, თქვენც, გლობალური ომის პარტიასაც და ყველა თქვენს მეპატრონესაც!”

წერს დიტო სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება