fbpx

რო არა მამუკა ხაზარაძის ოფლიანობა და პირადი კონტაქტები, ქართველი ხალხი ამ სანუკვარ საწადელს ვერ მიაღწევდაო!

“პირველ სურათზე რო გოგოა, რუსო ჰქვია. ჭუტაანებში მუშაობს იკლიკანტური ტექსტების წამკითხველად.
მეორე სურათზე რო ჯეელია, მაგისი სახელ-გვარი აღარ მახსოვს. ხან სად არი ხოლმე, ხან – სად. ახლა იქ არი, ხანდაზმულ თაღლითებში.
😂
ჰოდა, ამ რუსოს ეს ჯეელი მიუწვევია რუსეთსა და ,,რუსულ ოცნებაზე” ჭკუის საკითხავად – ბატონო იმანო, კანდიდატის სტატუსი რო მოგვანიჭეს მოსახლეობისა და თქვენი ხათრით, ამაზე რა აზრისა ბრძანდებითო?
ამანაც, ამ ბატონმა იმანომ შეიფერა, შეჰყარა წარბები კავკასიონის ქედებივით და დაიწყო:
ნუ, ეხლა, რუსო, რუსეთი რო ოკუპანტია და ამ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა რუსებით გაავსო, ეგ უკვე იციო… რუსო, რუსების შემოშვება იქნებოდა, როცა ,,რუსულმა ოცნებამ” ქართველები აქედან გაყარაო?
კაი, რუსო, ჩვენ დღე და ღამე გავასწორეთ, ოფლი ვღვარეთ, რუსებს ვეომეთ, უკრაინიდანაც ვეომეთ, ბიჭები ეხლაც იქ არიან, რუსებს ებრძვიან, პატივცემული გრიგოლ გეგელია და უფალი ხაზარაძე ისევ ბრიუსელში არიან, ყარაულობენ, სანამ დადგენილება ამოიბეჭდება, რა ვიცი, ,,რუსულ ოცნებას” მაინც არ სძინავს, შეიძლება ჩვენი ნაჯაფი წყალს გაატანონო.
რუსომ – ეგ როგორო?
როგორ და… რუსო, თქვენ ხო გგონიათ, რო მოგვანიჭესო… კი, მოგვანიჭეს, მაგრამ მაინც ჩაშლა უნდათო. რო არა ჩვენ, რო არა ჩვენი პარტია, რო არა მამუკა ხაზარაძის ოფლიანობა და პირადი კონტაქტები, ქართველი ხალხი ამ სანუკვარ საწადელს ვერ მიაღწევდაო.
😆
მოკლედ, ამან, ამ იმანო ამანაშვილმა ამ რუსოს, ჭუტაანებში იკლიკანტური ტექსტების წამკითხველად რო მუშაობს, ერთი საათი ეძახა – რუსო, რუსების ეგრე და იგრე… რუსო, რუსის დედა ვატირე… რუსო, რუსეთი ოკუპანტია… რუსო, ,,დავაი, ტანკ ნაზად”… რუსო, იცოდე, ეს ხელისუფლება არაფრის მაქნისი არ არი… რუსო, ესენი რუსულ საქმეს აკეთებენ… ერთი არ უთქვამს, რუსო, შენი დედაცო!
ბიჯოოოოო, რუსოს ელაპარაკება და რუსს აგინებს, ეგეთი რამე გაგონილა?
ეს კიდე, ეს რუსოც თავს უქიცინებს – მაშ, მაშ, სწორედაც რო ეგრეა, რუსეთუმეებმა ზეიმი რო მოაწყეს, ეგ არ იყო ზეიმიო.
😆
აბა, კაცო, რუსო მეუბნება, შე რუსოს მოყვარულო-ვო.
მართალია, მე პირადად არც ერთი რუსო არ მძულს, ყველა რუსო მიყვარს, ვაფრენ.

ისე, რაღა დაგიმალოთ და, მეორე სურათზე რო ჯეელია, მაგას ძაან მაგრად ასხია და წარმოიდგინეთ, თან სცვივა კიდევაც, დაბერტყვაც არ უნდა.”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება