fbpx

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერები დააკავეს

სამართალდამცველებმა ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი 3 და 2 მოქმედი სასულიერო პირი დააკავეს. სალხინოს მამათა მონასტერთან დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო.

ადგილზე შეიკრიბნენ ეპარქიიის წამრომადგენლები და მრევლის ნაწილი. ისინი განკვეთილ ბერებს მონასტრის დატოვებას სთხოვდნენ, თუმცა სასულიერო პირებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. მათ აეკრძალათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე – სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება