fbpx

ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ჭიათურაში მასობრივი
იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა
იმუნიზაციის ცენტრი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის
მერთან გივი მოდებაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე
გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში
მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ
დღიურად 400-დან 500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის
ვაქცინაცია შესაძლებელია ,, Pfizer” – ის, ,,Sinovak” – ის და ,,Sinopharm” – ის
ვაქცინებით. ,,Sinopharm” – ის აცრა შეეძლება იმ პირებს, რომელთაც მეორე დოზით
უწევთ ვაქცინის გაკეთება.
2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება ,,Sinopharm” – ის ვაქცინის პირველი დოზით
ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის
დამატებითი პარტიის მიღებამდე.
შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ.
27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მოქალაქეების მისვლას
საჭიროების შემთხვევაში ჭიათურის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება