fbpx

დავით ბუკია – ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა

დავით ბუკია – ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა

ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო დაუახლოვდეს ხალხს და მოსახლეობა უშუალოდ ჩაერთოს ჩვენი საქმიანობის პროცესში“ – განაცხადა „ქარ�ƒ �ული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატმა დავით ბუკიამ წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის.
„ბოლო  წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ გუნდმა, თქვენი მხარდაჭერით, მრავალი წარმატებული პროექტი განახორციელა, რამაც ჩვენს მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი წარმატება  მოუტანა. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ ამ წარ�ƒ �ატებული გზის გაგრძელებას და ჩვენი ქალაქისა და სოფლების პოტენციალის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებებისა და ტურიზმის განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება და უფროსი თაობის გვერდში დგომა. ჩემი �ƒ �ა ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო დაუახლოვდეს ხალხს და მოსახლეობაც უშუალოდ ჩაერთოს ჩვენი საქმიანობის პროცესში. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს და მჯერა, რომ  ერთიანად ჩვენ შევძლებთ  დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა რომელიც ჩვენს წინაშე იქნება.
მაქვს პატი�ƒ �ი წარმოგიდგინოთ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ლევან ქავთარაძე, მაია ქაჯაია, ხვიჩა ჭანტურია, ლევან ლიპარტია, ფრიდონ კუკავა, გივი ლატარია, კობა გერგაია, აკაკი ხურცილავა, სერგო ბერაია, გიორგი გვასალია,  ბადრი რიჟამაძე, ბექა ხარბედია“- განაცხადა დავით ბუკიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება