fbpx

წინა ხაზზე დგას ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელმაც დააქცია სოციალური სფერო და მოხსნა უდიდესი თანხა-ბელა სონღულაშვილი

ბელა სონღულაშვილი ძველ ფოტოსურათს აქვეყნებს და წერს-ამ ხანგრძლივი სამთავრობო ვიზიტის დროს 8 თვის შუნტირებული შვილი დამატოვებინეს თბილისში და იძულებით წამიყვანეს შვედეთში, როგორც ერთადერთი პროფესიონალი! თურმე, რა ხდებოდა, მერე გავიგე…
დღეს მინდა კიდევ ერთ სურათზე მოგიყვეთ, მაგრამ ამ ოთხი კაციდან მხოლოდ ჯემალ მებუკეა მართლა კაცი. ეს სურათი გადაღებულია 2004 წლის ივნისში შვედეთში იმ დარბაზში, სადაც ნობელის პრემიებს გადასცემენ ღირსეულ ადამიანებს. ქალბატონი ჩვენი სამთავრობო დელეგაციის შვედი მასპინძლია, მის გვერდით დგას ჯემალ მებუკე, შემდეგ ჩემს მიერ მართალპოსტმიძღვნილი შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ახლა ,,ექიმები ევროპისკენ” პოლიტლიდერი, ნაცი -კორუფციონერი ლევან ფერაძე-რატომღაც რომ მალავს ამ წლებს. მერე მე ვდგევარ, მისი მოადგილე, გვერდით , წინა ხაზზე დგას ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც მაშინ ბრძანდებოდა ლადო ჭიპაშვილის პირველი მოადგილე. მან დააქცია სოციალური სფერო და მოხსნა უდიდესი თანხა. მაშინდელი თანხებით პარტიაც შექმნა, კარიერაც შეიქმნა, უშიშროებასთან საქმეებიც დაილაგა, პარლამენტარიც გახდა და ჭკუასაც გვარიგებს ,,ნარკომან-პროფესორ-ბიზნესმენი” კაცი. მის გვერდით კი არის ჩემს მიერ გამოზრდილი გია კაკაჩია, რომელმაც რაღაც ხერხებით დაიახლოვა ეს სასტავი და ჩემს ადგილას მოჯდა… აი, არ უბედურების გამახსენებელია ზოგიერთი ფოტო… ღმერთმა გაცილოთ ასეთი ხალხი ყველგან ფოტოზეც და რეალურ ცხოვრებაშიც!
არადა, რამდენი რამის გაკეთებას ვაპირებდი საქართველოსთვის!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება