მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაზე IBTM World2025 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო დასაგამოფენო ბიურო 9 კერძო კომპანიასთან ერთად წარდგა. გამოფენისმნიშვნელობაზე საუბრობს „ვიზიტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ლექსომამულაშვილი.„ბარსელონას საქმიანი ტურიზმის გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. აქ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ ქვეყნისთვის, ასევე ცალკეული კომპანიებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სფეროში. წინა წლებთან შედარებით საქართველოს მიმართ გაზრდილია დაინტერესება, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს უახლოეს მომავალში.“ IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი, გამოფენის სტუმრების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა.