fbpx

წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა


წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს საკუთარი კანდიდატურა წარუდგინა. ჩემი მერად ყოფნის პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ჭიათურა ამბროლაურის გზის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული პროექტი სოფელ ხრეითზე გადის. გზის მშენებლობა დადებითად აისახება ხრეითის ყველა მცხოვრებელს

პარალელურად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრეითში მოეწყო ცენტრალური გზა, გაკეთდა არაერთი შიდა საუბნო გზა, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სოფელმა მიიღო მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ჩვენ ხრეითის განვითარებას გავაგრძელებთ და ამ სოფელს ტურისტებისთვის მიმზიდველს გავხდით-განაცხადა გივი მოდებაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება