fbpx

 ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობასთან გამართა

 ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ტაბახმელისკოჯრისა დაკიკეთის მოსახლეობასთან გამართა

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნოშეხვედრა ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობასთან გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღებაახალი სარეკრეაციო სივრცეების შექმნის,  პარკების კეთილმოწყობისა დაინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა. როგორც ზურაბაბაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემუშავებულიგანვითარების გეგმის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში შემავალი სოფლებიძალიან მალე ყველა თაობის ადამიანისთვის კიდევ უფრო მიმზიდველიდასასვენებელი ადგილი გახდება.

„ვაგრძელებ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს. მოვუსმინე კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელის მცხოვრებლების რჩევებსა დასურვილებს. ვეცდები, მათი  ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა მათთან ერთად ვიზრუნო მეტი სიცოცხლისთვის ამ უბანში,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე, რომელსაც მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძედა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანიცესწრებოდნენ, საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოჯორში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელიპირობების გაუმჯობესება და მოსახლეობის დახმარებადაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესში.

შეგახსენებთრომ ტაბახმელაშიადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისგათვალისწინებითსკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობსბოლო ოთხიწლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონის სოფლებში არაერთიმნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდაკერძოდმოწესრიგდამიწისქვეშა კომუნიკაციებიმოასფალტდა გზებიმოეწყო საბავშვო პარკებირეაბილიტირდა სკვერები და სპორტული მოედნები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება