fbpx

ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების – კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კახი კალაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც მან განაცხადა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს განვითარებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქალაქს.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს მოქალაქეების თანადგომის.

„ხმა მივეცი განვითარებას იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რა თქმა უნდა შემოვხაზე კახა კალაძე 41 ნომერი, იმისთვის, რომ 2017 წლიდან ის აღმშენებლობა და განვითარება რაც გვაქვს დაწყებული დედაქალაქში გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება