fbpx

ზუგდიდში ინციდენტში მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მონაწილეობდნენ

ზუგდიდში მე-20 უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ადგილიდან რამდენიმე პირი განარიდეს. დაპირისპირება საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე მოხდა.

ინციდენტში მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მონაწილეობდნენ. მათი განცხადებით, პირველი ინციდენტი გაურკვეველი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნამ გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ ადგილზე მივიდა ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია. იგი გაესაუბრა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. წოწერიამ მოძრაობის წევრებს ზუგდიდის გარკვეულ სეპარატიზმში დადანაშაულება უსაყვედურა. შემდეგ ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა და სამართალდამცველები ჩაერივნენ.

ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე იყო. ამჯერად იგი უბანზე დამკვირვებლის როლში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ამ უბანზე სიმშვიდეა და სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ინციდენტში მონაწილე პირები კი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება