fbpx

ცოტა მეტი მადლიერება გვქონდეს,თითქოს ჩვენს ქვეყანას ყოველდღე ჩუქნიან მიწებს დიდი პატივისცემის ნიშნად-ირმა ზავრადაშვილი

,,ქართული ოცნების,,დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი –

ორი სასწაულის მომსწრენი გავხდით დღეს. პირველი ის გახლავთ, რომ 300-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება – მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს გადაეცა 4000 მ/კვ მიწა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ეს ისტორიული მოვლენა არც მეტი, არც ნაკლები, იორდანიის მეფის და პრინცის გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი. აღარაფერს ვამბობ საქართველოს მთავრობის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ძალისხმევაზე. მეორე სასწაული კი ჩვენი რეაქციაა – ვითომც არაფერი, თითქოს ჩვენს ქვეყანას ყოველდღე ჩუქნიან მიწებს დიდი პატივისცემის ნიშნად, თითქოს სამი საუკუნის მანძილზე ქართველთაგან ვინმემ მოახერხა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ასეთი საჩუქარი გაუკეთა. დიდად ვამაყობთ, დავითის დროს მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ იერუსალემში ცხენზე ამხედრებულთ შესვლის უფლებაო, დღევანდელი საქართველო კი ოფიციალურად რომ ბრუნდება მაცხოვრის ნათლობის ადგილას, ეს ისე მივიღეთ, თითქოს რაღაც რიგითი მოვლენა მოხდა. პიარი არ გივარგათო, ხშირად გვეუბნებიან. გასაგებია, რომ არც პრემიერი და არც მითუმეტეს პატრიარქი ამას პიარისთვის არ აკეთებენ, მაგრამ ოდნავ მეტი მადლიერება არ უნდა გვქონდეს, რომ ასეთი ისტორიული მოვლენა მოხდა? ღმერთმა დაგვიფაროს წინა ხელისუფლებასთან პარალელისგან, როცა სულ მცირე ერთი თვე ყველა არხზე მხოლოდ ამაზე იქნებოდა საუბარი. მადლობა ღმერთს, არ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ „მე მე მე“-ს იძახის. უბრალოდ ჩვენ უნდა გვქონდეს მადლიერება – არა ხელისუფლების, არამედ ზოგადად, მოვლენის მიმართ. მატერიალური გაჭირვება ძალიან მძიმეა, მაგრამ სულიერი სიღატაკე – უარეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება