fbpx

ევროკავშირის წარმომადგენლებს დევნილებისთვის უკითხავთ – ვინ არისო ზვიად კუპრავაო-რას ქვია არ მიცნობენო აღშფოთებულა კუპრავა

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ზვიად კუპრავა ევროკავშირს უტევს-

საინფორმაციო საშუალებებით მოვისმინე, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს იმყოფებოდნენ სანატორიუმ ,,ქართლში”, იქ მცხოვრები დევნილებისთვის უკითხავთ – ვინ არისო ზვიად კუპრავა?! დღესავით ნათელია, რომ ხელისუფლების პროპაგანდა მუშაობს ყველაზე, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან. მაგრამ, ასევე გამოცდილება გვაჩვენებს და უნდა გავიაზროთ, რომ ეს პროპაგანდა გვშლის და გვყოფს. სხვა მიზანი მას არ გააჩნია. ხელისუფლების პროპაგანდა ისევე როგორც ლექსო ლაშქარავას, ზუსტად ისევე ამჯერად დაუპირისპირდა დევნილ ზური ქირიას, ისიც გარდაცვალების შემდეგ. ანუ, როცა დასჭირდა მაშინ. მანამდე იყო ათეულობით შემთხვევა, რომელზეც არ ვისაუბრებ რადგან ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება ვინ ვარ მე და რატომ ვარ აქ, დევნილებთან, სანატორიუმ ქართლში?! პირველ რიგში, ისევე როგორც სანატორიუმ ,,ქართლში” მცხოვრები ხალხი, მეც ვარ დევნილი აფხაზეთიდან და ისევე როგოც სანატორიუმში მცხოვრებლები, მეც დევნილთა კომპაქტურ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. ისევე როგორც ბევრ კომპაქტურ საცხოვრებელში, სანატორიუმ ქართლშიც მყავს ნათესავები და ვარ მათი ხშირი სტუმარი და გულშემატკივარი. უპირველეს ყოვლისა, მე იქ დავდივარ როგორც დევნილი, რადგან მათი ტკივილი ორგანულია და ძალიან ახლოს დგას ჩემთან. ამასთანავე, მე ვარ თბილისის საკრებულოს დეპუტატი და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა და ხალხის მხარდაჭერა არის ჩემი სამსახურეობრივი ვალდებულება. უნდა გავიაზროთ მეგობრებო, რომ ხელისუფლების პროპაგანდა, რომელმაც ევროკავშირის წარმომადგენლებსაც კი თავბრუ დაახვია არის ხელისუფლების ბინძური მეთოდი ადამიანების დაშლის, დაყოფის, დანაწევრების. რადგან დაშლილ და დანაწევრებულ საზოგადოებაზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე მთლიანზე და ერთიანზე. ხელისუფლება მეთოდებს არ ცვლის. იგივე ნაცადი ხერხით მუშაობს, როგორც ეს გააკეთა სარალიძის, მაჩალიკაშვილის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას და უამრავ სხვა შემთხვევაში და ამჯერად სასტუმრო ქართლის შემთხვევაში ერთი ერთში იგივე ხაფანგში გვითრევს. ხშირად ვკითხულობთ დიდი ხნის დავიწყებულ ფრაზას: გვეშველება რამე?! არაფერი არ გვეშველება! მანამ, სანამ არ ვისწავლით ერთიანობას, სოლიდარობას, თანადგომას და როდესაც გავერთიანდებით რაიმე საქმის გარშემო, არ ვისწავლით ხელისუფლების ბინძური პროპაგანდისგან თავის დაღწევას. იგნორს. ყურადღების არ მიქცევას. რაც თავისთავად შინაარსს გამოაცლის მას. რაც შეეხება ჩემი იქ ყოფნის მიზეზს და მიზანს, რაც ხელისუფლების პროპაგანდის შეტევის ობიექტი გახდა. მიზეზი ცნობილია, მიზანი კი მხოლოდ ერთი – იქ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღონ მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართები. რაც შეეხება აქციას და მის მართვას. ქართლის დევნილებს ჰყავს საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და მართავს პროცესებს. მე არ ვარ ამ ჯგუფის წევრი და არანაირი ფორმით არ ვარ ჩარეული აქციების მართვის პროცესში. European Union in Georgia მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან და ვალდებული ვარ ვიყო იქ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება