fbpx

ციხის კადრების საქმის პოლიტიზირება მოახდინა სააკაშვილ-ადეიშვილმა-ლადო ბედუკაძე

ლადო ბედუკაძე- · ძალიან ნიჭიერი ვყოფილვარ თუ “დადგმებით” და “სპექტაკლებით” დავამხე სააკაშვილის რეჟიმი. მაღიარეთ Robert Sturua !9 წელზე მეტია რაც ეჯაჯგურებით ამ საქმეს , მებრძვით, ცილისმწამებთ, შეურაცხმყოფთ და არაფერი გამოგდით.. არც არაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ მართალი ვარ.რეალურად კი საქართველოში ფაშიზმი დაამარცხა ერთადერმა ადამიანმა – ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად და კვლავ მადლობა მას!მაგრამ,იმ ეტაპზე “ნაციონალური მოძრაობის ” გამოკვებილი ლობისტების პოლიტიკური ზეწოლის გამო ვერ მოხერხდა ქართული ნიუნბერგის პროცესის ჩატარება და საშიში მეტასტაზების დროული განეიტრალება.სისტემური ხასიათის დანაშაული, რომლის ჟარგონულად “აკიდებაც” (არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ) ჩემთვის გსურდათ და დღმდე გსურთ არ და ვერ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო:

1. უტყუარი ფაქტია,რომ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები მე გავხსენი ( არ ვქედმაღლობ) და თუ არ მსურდა ეს მე:-არც ამ კადრების, არც ჩემს , როგორც ლადო ბედუკაძის შესახებ შეიტყობდა ოდესმე ქართული საზოგადოება,-ე.წ. ციხის კადრების თემა ბუნებაში საერთოდ არ იარსებებდა, -დიდი ალბათობით არ ვიქნებოდი უმუშევარი როგორც დღეს ვარ და ვიმუშავებდი სასჯელაღსრულების სისტემაში, დავწინაურდებოდი ისე როგორც სააკაშვილი იტყოდა ” ივანიშვილის დილეგის უფროსი მოდებაძე”( ერთ პოზიციაზე ვმუშაობდით 4 წელი)-უფრო დიდი ალბათობით არც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიდნენ, -არც გაბრაზებულ ამომრჩეველთა უპრეცედენტო რაოდენობა მივიდიდა არჩევნებზე 2012 წელს ,რამაც გადაწყვიტა არჩევნების და ქვეყნის ბედი ზოგადად, ამდენი მოღალატის ფონზე ( ვგულისხმობ ოცნებიდან ნაციონალურ ბუდეში დაბრუნებულ გუბაზებს, ბერძენიშვილებს, ოცნებას ოჯახებით მიტმასნულ მლიქვნელებს)

2. ერთი წამით დავუშვათ და მართლა სპეტაკი და ერზე მზრუნველი იყო სააკაშვილი და გაქრა მისი რეჟიმის დროს 26.000 პატიმარი, 801 გარდაცვლილი, 600 – ზე მეტი უგზოუკვლოდ დაკარგული და მე ვარ მხოლოდ მისთვის ერთადერთი დამნაშავე,…”როცა დანაშაული ხდება, ნებისმიერმა იურისტმა, გამომძიებელმა იცის, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ რა იყო დანაშაულის ჩამდენის მოტივი, მოტივაცია, მიზანი..როგორ არ უნდა უნდოდეს მავანს, არ არსებობს ჩემს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივაცია, ანუ რატომ, რისთვის ჩავიდინე დანაშაული, რა მივიღე სანაცვლოდ. ფარსია გაჟღერებული ფინანსური დაინტერესება,რაც თავად პროკურატურამ გამორიცხა, არც რაიმე თანამდებობა არ მიმიღია და არც ველოდები.

3. ვეთანხმები ნაცისტური რეჟიმის იდეოლოგებს, ზოგადად ე.წ. ციხის კადრების საქმე საერთოდ არ არის გამოძიებული, რადგან იმ დროს , იმ ეტაპზე სააკაშვილის ნარჩენი და დღემდე მოტრფიალე პროკურორების მიერ ხდებოდა ჩემი მიზანმიმართული კომპრომენტირება, ხდებოდა სისტემური დანაშაულის “გალაითება” ,კონკრეტულ ,ერთ პირამდე ,ანუ ჩემამდე დაყვანის მცდელობა და რაც არ უნდა “სოდის”და “კუდის” გამომძიებლების მიერ ჩამორთმეული ჩვენებები აფრიალოს ვინმემ არაფერი გამოვა,ტყუილია ყველა იძულებითი გზით, ადვოკატის გარეშე, ერთ დღეში, საპყრობილეში ჩამორთმეული ჩვენება.

4. თავად ციხის კადრების საქმის პოლიტიზირება მოახდინა სააკაშვილ-ადეიშვილმა ,როდესაც პირველსავე დღეს დამაკავშირა “ქართულ ოცნებასთან” და განიზრახა ჩემი გზით ივანიშვილის პოლიტიკური განეიტრალება.ვინც არ იცის გეტყვით ,რომ რომ არა საზოგადოების მკვეთრი რეაქცია იგეგმებოდა ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება და არამხოლოდ. მოკლედ, სააკაშვილი რეალურად უნდა გასამართლდეს სადისტური სასჯელაღსრულების სისტემის შექმნის გამო,როცა სისტემაში 2004-2012 წლებში 800 – ზე მეტი პატიმრი , აქედან მესამედი ძალადობრივი გზითაა გარდაცვლილი ან და დაბრუნდეს ხელისუფლებაში სააკაშვილი ,რათა მის მომხრეებს შეუსრულოს ის, რაც დაპირდათ და ვერ მოასწრო.უბრალოდ, დანარჩენი არის პოლარიზებულ საზოგადოებაზე ორმხრივი ძალადობა, გამუდმებულ ფსიქოლოგიურ ტერორში და სტრესში ცხოვრება.P.S. მოკლედ, 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა არჩევნები სადაც ციხის კადრების და ცოცხის თემა არ ყოფილიყო ნაც.მოძრაობის საარჩევნო პროცესის ლაიტმოტივი..

ამ მასკარადს სჯობს კითხოთ თქვენს სექტის ბელადს – სად ქონდა გატაცებისას ის ტელეფონი გადამალული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება