fbpx

ჩემი ოჯახის ხსენების დროს მისნაირი მენტალური “წუმპე” არ ვეგონო ქალბატონ კილაძეს-ჯონი გიგანი

თაკო ჩარკვიანის მეუღლე ჯონი გიგანი ჟურნალისტ ელისო კილაძს უპირისპირდება-ჯონი გიგანი-

ჯონი გიგანი:მახსოვს პატარკაციშვილმა, რომ ამიფეთქა ოჯახი, რომ ჩაეგდო თბილისის დინამო ხელთ, ჩემთვის ყველაზე საძაგლად და სამარცხვინოდ მახსენდება ის პირები ვინც იყო ჩართული ამ აფეთქების “გაპრავების” საქმეში ჩართული, იმიტომ, რომ ამფეთქებელმა თავისი საქმე შეასრულა, დამკვეთმაც თავისი დაკვეთა გააკეთა, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა, მაშინ ყველაზე ამაზრზენი იყო ჩემთვის ის ამბავი,თითქმის მთელი ტელე რადიო, ( გამონაკლისებიც იყვნენ)გაზეთი მის ხელში იყო და მერჩივნა ავფეთქებულვიყავი ისეთ დეზინფორმაციებს მიწყობდნენ, მისი დაქირავებული ვითომ ჟურნალისტები, ამ ცრუ პიარს პატარკაციშვილის მხრიდან ხელმძღვანელობდა მაშინ ვინმე კილაძე, ახლა კი “საზოგადო მოღვაწე” ჟურნალისტად მიაჩნია თავი, ჩემთვის კი ორჯერ ამფეთქებლად ჩემი ოჯახის, მაგრამ ვთხოვდი მას, რომ თუ თავის თავს ეკუთვნის შეეცადოს არ გაიმეოროს ის არაპროფესიონალური სითახსირე რასაც პატარკაციშვილის იღლიის ქვეშ კადრულობდნენ ერთად, გარდაცვლილ ადამიანზე არ ვლაპარაკობ სულ ეს არის..პროფესიონალური მოქცევა ადამიანებს რატომღაც ავიწყდებათ….ამ შემთხვევაში ქალბატონ ე.კილაძეზე შეიძლება ვთქვათ, რადგანაც ჩემთვის გაუგებარია თაკოზე თავდასხმა რისთვის დასჭირდა, მე ვფიქრობ მისი სიმპათიები ოპო ლიდერებში გახარიაზეა გაჩერებული, აი ეს მგონია თავი და თავი მის ვითომდა “ჟურნალისტური” შეკითხვების სურვილი, რაც რა თქმა უნდა პრობლემა არ არის…მაგრამ ტონი და რიდი აუცილებელია დაიცვას, ჩემი ოჯახის ხსენების დროს, ისე მისნაირი მენტალური “წუმპე” არ ვეგონო ქალბატონ კილაძეს მისნაირებზე და უარესებზე, რომ საუბრობს როგორც ვითომ ჩემთვის “ჟურნალისტი”, რომელსაც ის სიმართლე რასაც ლაპარაკობს ხოლმე, ოღონდ იმ სიმართლიდან დაგროვილი დივიდენდებს ახმარს ხოლმე რუს ოლიგარქებს ან რუსულ ფლანგზე მომუშავე პოლიტიკურ ლიდერებს, როგორიცაა თუნდაც გახარია… წყენაც ეს მგონია თაკოს მიმართ…კილაძეს მივმართავ, არ გეგონო, არც ღარიბაშვილი, არც ნუგზარ ფოფხაძე,არც თამაზაშვილი… ჩემი ცხოვრება მიცხოვრია ქვეყნისთვის ბრძოლაში და სიცოცხლის ბოლომდე ასე ვაპირებ ცხოვრება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება