ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდერამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობისშესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოსფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულიმოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენდა ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება განცხადებები, თითქოსსაარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას,რაიმე სახის დანაშაულს ჩადის. სამწუხაროა, რომ ცესკოს მიმართდისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც,რომლის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც, საარჩევნოადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისფარგლებში არაერთხელ განუმარტეს ის რეგულაციები და მიაწოდესსრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხსარეგულირებს.სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლებიინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვაში მხარდაჭერის ნაცვლად, თვითონახდენენ მის დისკრედიტაციას და საზოგადოებას უჩენენ აღქმას, თითქოსსაარჩევნო ადმინისტრაცია კანონს არღვევს და უარს ამბობს საზღვარგარეთსაარჩევნო უბნების გახსნაზე. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მისწარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართპოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორიაღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორცქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურასთან დაკავშირებითჩვენ არაერთხელ განვმარტეთ კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიცცალსახად ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკოარჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანიიქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000ამომრჩევლისათვის. აღნიშნული პროცედურის განხორციელებამდე სულ 2 დღერჩება და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შექმნიან არასწორ აღქმებს დაკანონთან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენებით ნუ დააზიანებენ როგორცინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება