ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობისსააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებსმონაწილეობას, რომელიც პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდულიმრჩეველთა საბჭოები -იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარებს.25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარისმოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაციამიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა დაარჩევნების ისტორიაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთაარჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისმიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილადეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე დაახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაცგააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებსჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო დააქტუალურ კითხვებზე. პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასშისხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენმონაწილეობას.პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.