ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისისმერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა.შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“კანდიდატი კახა კალაძე. მან 215,363 ამომრჩევლის ხმა, 71.627% მიიღო. თბილისისმერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები.შემაჯამებელი ოქმის თანახმად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 325061 შეადგინა. თბილისის საკრებულოში მანდატები კი ასე გადანაწილდა:„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 1 მანდატი, „ძლიერი საქართველო-ლელო“ – 2,„გირჩი“ – 2, „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულიარჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში 25-ვე მანდატი ქართულმა ოცნებამმიიღო.როგორც დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა ეს იყო ერთ-ერთიყველაზე მასშტაბური და კომპლექსური პროცესი, რომელიც ჩატარდა საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მაღალიპროფესიული სტანდარტების სრული დაცვით. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობაგადაუხადა ამომრჩევლებს, ვინც აქტიურად ჩაერთო პროცესში და აღნიშნა, რომ მათიჩართულობა და ნდობა წარმოადგენს მთავარ მოტივაციასა და მიღწევას. ასევე მადლობაგადაუხადა ყველა იმ ინსტიტუციასა და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიურადითანამშრომლეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ადგილობრივ და საერთაშორისოდამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს და მედიას ჩართულობისა დადაკვირვებისთვის. ასევე, საერთაშორისო ვენდორ კომპანია სმარტმატიკს, რომლისმხარდაჭერითა და თანამშრომლობით უკვე მეორედ წარმატებით განხორციელდატექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება.არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნოკომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერადარჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკოსვებგვერდზე.კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოებისწევრების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან დაიწყება. დღესვე ცენტრალურმასაარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისშედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების -საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია. თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოსთავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებსშესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.