საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) წევრის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძეაირჩია. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით იქნა არჩეული.გიორგი ფრუიძე სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია. მან 1992 წელსდაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი,ხოლო 2004 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა დასაბანკო საქმეში.გიორგი ფრუიძე სემეკის წევრად პირველი ვადით არჩეულ იქნა 2019 წელს. ამპერიოდის განმავლობაში სემეკში მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა არაერთინორმატიული აქტი, რომელმაც ხელი შეუწყო რეგულირებადი სექტორების განვითარებას.გიორგი ფრუიძის უშუალო ჩართულობით სემეკი მუშაობს მელიორაციის სექტორისრეგულირების საკითხებზე.კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა ხდება „ენერგეტიკისადა წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსისსაფუძველზე. კანონის შესაბამისად, კომისიის წევრობის შერჩეულ კანდიდატსსაქართველოს მთავრობა ითანხმებს შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი კანდიდატისწარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიისწევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოსპრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. საქართველოსპარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითდადგენილი წესით. კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ერთი დაიგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.