fbpx

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა

ჩიტაიას N14ა-ში უფასო სასადილო გაიხსნა
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით
აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა.
სასადილო 500-მდე სოციალურად დაუცველ და უმწეო ოჯახს მოემსახურება.
ახლადგახსნილი სასადილო ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ
დაათვალიერა.
„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ არცერთი ოჯახი არ
დარჩეს ცხელი სადილის გარეშე. თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის
თანახმად, ჩიტაიას ქუჩაზე რიგით მე-6 უფასო სასადილო გაიხსნა. ჯამში,
ჩუღურეთის რაიონში არსებული უფასო სასადილოებით 4 000-მდე ბენეფიციარი
სარგებლობს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება