fbpx

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება


მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი
თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ
„გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან
მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის
მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას
ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას
საბაგირო გზები.
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება