fbpx

ჩვენ მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი-დღეს წარვადგინე მერობის სამი კანდიდატი: კენან ომაროვი – მარნეულში, დავით შერაზადიშვილი – ბოლნისში და კობა მურადაშვილი – დმანისში.
ჩვენი კანდიდატების ნომერ პირველი დავალება და ამოცანაა მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა და ხალხთან მუშაობა.
ასევე, კანდიდატებს დავავალე ვაქცინაციის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ავიცრათ, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ და ქვეყნის განვითარება გავაგრძელოთ.
კიდევ უფრო მეტი განვითარება უნდა შემოვიტანოთ ყველა რეგიონში, ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივა – „განახლებული რეგიონები“, რომელიც არის მრავალწლიანი პროექტი, მხოლოდ წელს იხარჯება 500 მილიონი ლარი. ჩემი სურვილია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები.
ჩვენ მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ შემდგომი სამი წელი ქვეყანაში იყოს განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება