fbpx

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვაქცინირებულის სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა – თენგიზ ცერცვაძე

ამ ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებს მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი სიკვდილის შემთხვევები. ვაქცინა პირველ რიგში იცავს სიკვდილისგან და შედარებით ნაკლებად დაავადების გადადებისგან, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი გზა იმისი, რომ შემცირდეს ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა, არის მასობრივი ვაქცინაცია“ – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უნდა იყოს სულ ცოტა 25-30 ათასი ვაქცინაცია დღეში. მინდა, მოვუწოდო ყველას, კარგია „ფაიზერი“, თუმცა ნუ ჩავიკეტებით მარტო „ფაიზერზე“. ყველა ვაქცინა კარგია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვაქცინირებულისსიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა. სერიოზული ინსტიტუტების მიერ დადებულია სტატისტიკა, რომ ახალი შემთხვევების პიკს ორ კვირაში მოსდევს გარდაცვალების მაჩვენებლის პიკი. ჩვენ დავდივართ ყველა წამყვან კლინიკებთან, თუ სადმე შეკითხვაა ან ხარვეზი, ყველაფერს ვასწორებთ. ყველა კლინიკაში გამოიყენება ფართოდ სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი „ტოცილიზუბამი“. ფართოდ გამოიყენება „რემდესივირი“. არის საუბარი იმაზე, რომ კლინიკური კვლევისთვის ახალი მედიკამენტები შემოვიდეს, მონოკლონურიანტისხეულები, ეს შეამცირებს სიკვდილიანობის შემთხვევებს.

არის ბევრი, როგორც მენეჯერული, ასევე საექიმო შესაძლებლობები, რომლებსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, რათა გარდაცვალებათა რიცხვი არ გახდეს 70 და 80, თუმცა მაინც, მაშინაც კი, ამ გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი შემთხვევებთან შედარებით იქნება დაბალი, ხოლო გადარჩენის იქნება მაღალი, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებლები არ არის მნიშვნელოვანი, ის, რომ გარდაცვლილია 54 ადამიანი და შეიძლება იყოს მეტი, მათთვის მთავარი ეს არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, გარდაცვლილები დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და პროცენტულად ბოლო ერთ კვირაშიც კი, სიკვდილიანობა არ გასცდენია ერთ პროცენტს.

„ყველა აქტიური შემთხვევიდან 99%-ის გადარჩენა ხერხდება“, – თქვა ცერცვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება