fbpx

ჩვენ ვირჩევთ ბიძინა ივანიშვილს და თუ თქვენი მზაკვრული გეგმა მაინც განხორციელდა ნახავთ -სადაა ნამდვილი საქართველო-გოჩა ნაჭყებია

დე-ოლიგარქიზაციის მომთხოვნი ევროპა, ვგულისხმობ ევროპარლამენტის დეპუტატთა იმ ნაწილს ვისაც დოლარებიანი კონვერტები შემოაკლდა, საქართველოს შინაური მტრების , სხვაგვარად ვერ ვუწოდებ, მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ ისწრაფვის. -ევროპა, ფაქტობრივად ღიად მოითხოვს ხელისუფლების გადაბარებას „სუნიან“ სააკაშვილისადმი და მას კვლავ „ დემოკრატიის შუქურად“ აღიარებს ისე, რომ არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვინც საკუთარი სიცოხლის რისკის ფასად ებრძოდა გვამისფერის ფაშისტურ რეჟიმს. ძალიან კარგად ხვდება ეს ევროპა , რომ ამ ფორმით ის საქართველოს მოსახლეობას არჩევანის წინაშე აყენებს: გსურთ შეიცნოთ ჭეშმარიტი ევროპა? მაშინ , გაძლევთ ვადას მოახდინეთ დებიძინიზაცია, ისე, როგორც თავად გსურთ. (კიდევ კარგი, რომ კონკრეტული ფორმების და მეთოდების გაწერილი გეგმა ცხონებულმა აკერმანმა სამარეში თან ჩაიყოლა.) ამ გზით ევროპა ავტომატურად ხდება მხარე, წყალგამყოფი ქართულ საზოგადობაში ფაშიზმს, დიქტატურას ( სააკაშვილს ) და დემოკრატიას, წინსვლას ( ივანიშვილს ) შორის.-ევროპა, რომელიც მოგვიწოდებს საზოგადოების დეპოლარიზაციისკენ, გაერთიანებისკენ, თავად ხდება არნახული სამოქალაქო პოლარიზაციის სათავე. -ევროპა, ისე ნათლავს მეცენატ ბიძინა ივანიშვილს „ ოლიგარქად“, რომ ჭუტა ტივი-ს მედიაზონდერ მამულაშვილის თქმის არ იყოს- ამ ტერმინის მნიშვნელობაც არც დაუგუგლავს.მოგმართავთ თქვენ ამ იდეის შემოქმედო პატივცემულო ევროპელო პოლიტიკოსებო: ოლოლო თქვენ, მსგავსი ევროპოფობიზაციის გეგმა კრემლსაც შეშურდებოდა!ამ მოთხოვნით თქვენ ღიად უცხადებთ ქართულ საზოგადოებას- მიშა თუ ბიძინა?როგორ გგონიათ ვის აირჩევს მრავალ განსაცდელს გამოვლილი ერი – ისევ ომს, შიშს, ტერორს, მკვლელობებს, გაუპატიურებას, გაკულაკებას, მედიის განადგურებას თუ მშვიდობას, მშენებლობას, განვითარებას ?თქვენი მიზანი ცნობილია, საბოლოოდ გაშიფრულები ხართ,!საქართველო არავის საზარბაზნე ხორცი ( ჟარგონულად „ტორპედო “) არაა, ბიძინა მარტო არაა , მის გვერდით საქართველოა!არ გაგივათ საკუთარი მიზნებისთის „ბრძოლა ბოლო ქართველამდე“ , ჩვენ ვირჩევთ ბიძინა ივანიშვილს და თუ , თქვენი მზაკვრული გეგმა მაინც განხორციელდა ნახავთ -სადაა და ვინაა ნამდვილი საქართველო! ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება