fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ

მერმა წარმატებები მიულოცა ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენებს, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ჩემპიონატებზე ასპარეზობები წარმატებით განახორციელეს.

ვანო კილტავა, კომპლექსური სპორტსკოლის დირექტორი, – ,, ბოლო 7 წლის განმავლობაში არ მახსენდება მსგავსი მხარდაჭერა სპორტული საზოგადოებისადმი და ამისთვის უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს.”

ლუკა ხუჭუა, მოჭიდავე
,, მადლობა სამტრედიის მერს გვერდით დგომისთვის და დაფასებისთვის. მადლობა ჩემს მწვრთნელს, ვეფხია სტურუას. ვეცდები ჩემი გულშემატკივრები ყოველთვის გავახარო.“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება