fbpx

ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე-გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს გასცა პასუხი

რამდენიმე წუთის წინ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოჩნდა წარწერით – „ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე“.

სავარაუდოდ, სწორედ, ამ ფრაზით გამოეხმაურა ის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. „ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares