fbpx

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში – ვანო მერაბიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერაბიშვილი წერს, ის არ აპირებს მომავალ მთავრობაში რომელიმე თანამდებობის დაკავებას და არც პარლამენტის წევრობა უნდა.

მისივე თქმით, განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.“ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს ქართული ოცნება – რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა.

გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში.

მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის.სიყვარულით, ვანო მერაბიშვილი.”


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares