fbpx

ჩვენ დიდი ხანია ,,შავ სიაზე,, ვმუშაობთ, ეს მუშაობა გაგრძელდება-კობა ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილის მიერ ე.წ. შავი სიის ინიციატივასთან დაკავშირებით , “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს, მაგალითად, როგორიცაა “მაგნიტსკის სია,,

„არიან მოსამართლეები, პროკურორები, სამართალდამცავები, რომლებიც მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს; აქვთ მიღებული უშუალო მონაწილეობა ადამიანის უფლებების დარღვევაში სხვადასხვა განაჩენით, სხვადასხვა ბრალდების წაყენებით თუ სხვადასხვა ქმედებით, როდესაც კონკრეტულ სამართალდამცველს აქვს ჩადენილი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ.

ჩვენ დიდი ხანია, მაგაზე ვმუშაობთ. ეს მუშაობა გაგრძელდება. დაეგზავნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ ადეკვატური შეფასება. ესენი არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას სანქცირებასთან დაკავშირებით. ბევრ ქვეყანაში, ნახეთ, ბელორუსში რამდენი ადამიანია სანქცირებული, რუსეთის მიმართულებით ნახეთ. იმ ქვეყნების სამართალდამცველებს ეხებათ, სადაც არის ავტოკრატია და რეჟიმი. ეჭვი გეპარებათ, რომ საქართველოში ავტოკრატიაა და რეჟიმი მართავს?“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება