fbpx

სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა სხვადასხვა უწყების სამსახურებს

სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს სხვადასხვა უწყების რეგიონულ სამსახურებს, რომელთა თანამშრომლები შობა-ახალი წლის დღეებშიც სამუშაო ადგილებზე  ხვდებიან, მოქალაქეთა სიმშვიდის, ჯანმრთელობის და წესრიგის სადარაჯოზე. 
დავით ბახტაძე- ,,გილოცავთ ახალ 2022 წელს! ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ. დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგულება და პასუხისმგებლობა არაერთხელ დაამტკიცეთ. მადლობა კეთილსინდისიერი შრომისათვის და საქმისადმი ერთგულებისათვის, რასაც უწყვეტ რეჟიმში, დღე-ღამის მიუხედავად ეწევით. თქვენ საზოგადოების  მშვიდობის,  კეთილდღეობის და განვითარების გარანტი ხართ!”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება