fbpx

ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე-ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ საფუძველს და მისი მოდერნიზების შესაძლებლობებს.

„ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას და ცინიკურ არგუმენტებს, რომლებიც გამოიყენება მის გასამართლებლად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ის რუსეთის წინააღმდეგ მასიურ და სტრატეგიულ სანქციებს დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.

„ეს სანქციები შექმნილია იმისთვის, რომ მძიმე ზიანი მიაყენოს კრემლის ინტერესებს და მათ უნარს, დააფინანსოს ომი. ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით რუსს არ სურს ომი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პრეზიდენტ პუტინს კანონის უზენაესობა ძალის უზენაესობითა და დაუნდობლობით ჩაანაცვლოს“, – განაცხადა მა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება