fbpx

ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება-ირაკლი ღარიბაშვილი

ის, რაც უკრაინაში ხდება რამდენად საფრთხილოა საქართველოსთვის და არსებობს თუ არა საფრთხე – ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება:

“ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, ეს იყო ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ. 

თავად უკრაინისთვის კი, რუსეთი ძალიან დიდი საფრთხეა. მე მართლაც ძალიან განვიცდი იქ მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, მე უკრაინაში ვიყავი ვიზიტით აგვისტოს თვეში, მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები და აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება