fbpx

ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება, ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ქართველ მოსამართლეებს სოლიდარობას ვუცხადებთ. არის ძალიან უხეში მცდელობა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ და კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს – ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გვჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება