fbpx

თორნიკე რიჟვაძე – მმართველი პარტია აგრძელებს იმ პრინციპების და ღირებულების ერთგულებას, რომელსაც ეს დიდი ოჯახი აერთიანებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„დღევანდელ დღეს, ზუსტად 11 წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. ბატონმა ბიძინამ და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მშვიდობიანი გზით დაესრულებინა ქვეყანაში გამეფებული ძალადობა და დაესრულებინა ანტიეროვნული ხელისუფლება. ამ გარდატეხამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას, სტაბილურობას, მოქალაქეებზე სოციალური ზრუნვის და მათი კეთილდღეობის განმტკიცებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თითოეულმა ადამიანმა, ქართველმა კაცმა აღიდგინა და დაიბრუნა შელახული ღირსება. დასრულდა ძალადობა და უსამართლობა, ბიზნესის გაკულაკება და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლება, მმართველი პარტია აგრძელებს იმ პრინციპების და ღირებულებების ერთგულებას, რომელსაც ეს დიდი ოჯახი აერთიანებს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ჩვენი მიღწევები ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის გზაზე. გვაქვს არა ერთი ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი აუცილებლად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ამ ყველაფერში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, თითოეული პარტიის წევრის მხარდაჭერა და ერთგულება, ჩვენი ხალხის ნდობა ჩვენი პარტიის მიმართ, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობა. დარწმუნებული ვართ, რომ იგივე შემართებით, იგივე პრინციპების ერთგულებით კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს,“ – ნათქვამია თორნიკე რიჟვაძის განცხადებაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება