fbpx

ჩემი “კოვიდ”-დავირუსება სავარაუდოდ მოხდა “გლოვო”-ს ან “ვოლტი”-ს კურიერისგან, რომელთა სერვისითაც ვისარგებლე ოქტომბრის ბოლო დღეებში – მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი და ,,იქსნიუსის,,თანადამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი:

რაც ეს “პატივცემული ” კოვიდ-19 ესტუმრა პლანეტას და შესაბამისად საქართველოს, გამომდინარე ვირუსისთვის მოწყვლად თითქმის ყველა არსებულ რისკის ჯგუფში ჩემი ყოფნისა, მაქსიმალურად შევზღუდე პირადი კონტაქტები და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა კი საერთოდ გამოვრიცხე…

შესაბამისად , თითქმის სკურპულეზურად მახსოვს ხოლმე ბოლო ერთი კვირა – ათი დღის კონტაქტები , რაც უკვე ჩვეულებაში გადამექცა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში…

მაინც ვერ ავცდი მის “წამოკიდებას” და რომ არა თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospitalს გენიალური ექიმები და უშუალოდ ქალბატონი თამარ გოგიჩაიშვილი, ალბათ უკვე ” გასული ვიქნებოდი გაღმა – მარილზე ” !

როგორც კი ლაბორატორიიდან დადებითი ტესტის შესახებ მესიჯი მივიღე, იმ წუთიდან დავიწყე მთელი გასული ორი კვირის გონებაში გადაჩხრეკვა იმის დასაზუსტებლად, თუ სად შეიძლებოდა გადავყროდი ამ ვირუსს…

არ გამომრჩენია პირადი კონტაქტები ჩემს ახლობლებთან, მეზობელთან, ავტოსამრეცხაოზე, საპარიკმახეროში…ვირუსის მიღება თითქმის ყველა მათგანისგან გამოვრიცხე ; გამოვრიცხე იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს არ ჰქონია ვირუსის შემთხვევა ჩემგან გადამოწმების შემდეგ…

ხოდა, დარჩა ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის მიღებისა – ე.წ. მიტანის კომპანიების კურიერი!!!

ეს ეჭვი უფრო გამიღრმავა ჩემთან ერთად საავადმყოფოში მყოფი პაციენტის მტკიცე განაცხადმა, რომ მისი დავირუსება “გლოვო”-ს კურიერისგან მოხდა , რაშიც ასი პროცენტით იყო დარწმუნებული…

მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი მათგან დავირუსების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიის პერიოდში მე პირადად ძალიან ინტენსიურად ვსარგებლობ მათი მომსახურებით, ძირითადად “გლოვო”-ს და “ვოლტი”-ს სერვისით…

კი ვცდილობდი ხოლმე ყოველი მათთან კონტაქტის შემდეგ შესაძლო ვირუსის გაუვნებელყოფას ყველა ჩვენთაგანისათვის უკვე კარგად ცნობილი მეთოდებით, მაგრამ ალბათ სადღაც რაღაც შეცდომა დავუშვი და “ავიკიდე” ასაკიდებელი……

თითქმის უკვე ყურადღების მიღმა მქონდა მიტოვებული ერთ დროს ჩემთვის ეს აქტუალური საკითხი და …

– გუშინ შემთხვევით ვნახე 5 დეკემბერს რუსთაველის პროსპექტზე ჩატარებული ანტი-ვაქსერების შაბაში ლოზუნგით – ” არა მწვანე სტატუსს”, რომელსაც სათავეში და არიერგარდში ედგნენ სწორედ ზემოთნახსენები “გლოვო”-ს და “ვოლტი”-ს კურიერები თავიანთი ტრანსპორტით და სრული აღჭურვილობით!

ხოდა, ზუსტად ამ კადრების ნახვის შემდეგ დღეს ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული , რომ ჩემი დავირუსება მოხდა ერთ-ერთი მათგანისგან, რომელსაც დავეკონტაქტე ოქტომბრის ბოლო დღეებში ერთ-ერთი რიგითი გამოძახების დროს!!!

თუკი ვინმეს უნდა მოეთხოვებოდეს ე.წ. “მწვანე ბარათი” და მწვანე “ქიუ-არ” კოდი, ეს უპირველეს ყოვლისა სხვა , უკვე განსაზღვრული პროფესიების წარმომადგენლებთან ერთად აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უკვე ნახსენები და მათი მსგავსი კომპანიების თანამშრომელ კურიერებს!!!

წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანთან უხდებათ მათ კონტაქტი – მაღაზიაში, რესტორანში, უკვე მიტანისას ბინებში და ა.შ…

იქნებ ყურად იღოს ეს ჩვენი თხოვნა საქართველოს მთავრობას შესაბამისმა სამუშაო კომისიამ და მიიღოს გადაწყვეტილება ამ კომპანიების კურიერთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ!

მათთვის ყოველდღიური “პი-სი-არ” ტესტის წარმოდგენაც კი აზრს კარგავს – იმდენ ადამიანთან და იმდენი ინტენსივობით უხდებათ მათ კონტაქტი სამუშაო დროის განმავლობაში…

ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან აქტუალური თემაა და მაქსიმალურად შევავსე ჩემი მოთხოვნა შესაბამისი არგუმენტებით…

დიდი მადლობა და დიდი ბოდიში ამხელა “ზეწარის” დაწერისთვის! 🙂

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება