fbpx

ჩემი ინიციატივით შექმნილი პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები დაფინანსდა – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი ინიციატივით შექმნილი პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები დაფინანსდა, შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, უახლოეს 3 წელიწადში 2 მილიარდ 500 მილიონი დაიხარჯება და 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს.

„ხელისუფლებაში როცა მოვედით, დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის აგრო დახმარების პროექტები „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“. ამ პროექტების მეშვეობით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. 50 000-ზე მეტი გვყავს მხოლოდ ფერმერების მიმართულებით. 1700-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ეს ჩემი ინიციატივა იყო, დავიწყეთ 2014 წელს, მთავარი ამოცანა და მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება და განვითარება იყო. ადგილობრივი წარმოების განვითარებას არ აქვს ალტერნატივა. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები, შეიქმნა დაახლოებით 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. ახლა, ახალი დავალების მიხედვით, რომელიც მე მივეცი ეკონომიკის მინისტრს, უახლოეს სამ წელიწადში დაიხარჯება მილიარდი ლარი მხოლოდ მთავრობისგან, ჯამში 2 მილიარდ 500 მილიონი და 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება