fbpx

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მესაქონლეობის ახალი ფერმის გაიხსნას დაესწრო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მესაქონლეობის ახალი ფერმის გაიხსნას დაესწრო.
გახსნას ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად, ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია.
ფერმაში, ყოველდღიურად, 4 ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; მეურნეობაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება