fbpx

ჩარგალში მიტოვებული პატარა შველი ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიურ პარკში წაიყვანა

“იქს-ნიუსმა” ორი თვის წინ წერილი მიიღო, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის თანამშრომელი ქალბატონი მარინა ლაზიშვილი გვწერდა, რომ ჩარგალში, ტყეში მიტოვებული ორი დღის შველი იპოვეს, კისერი ქონდა დაზიანებული, დედას მიუტოვებია. წამოიყვანეს და უვლიან ჩარგალში მარინა რაზიკაშვილის ოჯახში, სურვილი აქვთ აჩუქონ ბიძინა ივანიშვილს და დენდროლოგიურ პარკს.

იქნებ როგორმე დავეხმაროთ, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ,ოჯახს ივანიშვილის სახელით დაუკავშირდნენ და შველი დენდროლოგიურ პარკში წაიყვანეს; ფულადი ანაზღაურებაც შესთავაზეს, თუმცა მიუხედავად ამისა გამოჯანმრთელებული შვლის ნუკრი ოჯახმა საჩუქრად გადასცა პარკს.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares