fbpx

მეუფე გიორგი შალამბერიძის განცხადებთ 11 წლის მოზარს წესს არ აუგებენ- “თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს”

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა, მოზარდს სავარაუდოდ, წესის აგების გარეშე დაკრძალავენ.

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე თქმით, თუ მოზარდმა თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.

“არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევას, ვიმსჯელებთ… მერე გადავწყვეტთ…თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება. ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ღმერთი ზუსტად მოქმედებს. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა”, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, რომ ბავშვს წესი აუგონ, რადგან ის ეკლესიური იყო.

11 წლის ბავშვი პოლიციამ თერჯოლაში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. ბავშვის მამაა დაკავებულა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares