fbpx

ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები

ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.

ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.
სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები.წერს უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება