fbpx

დავით ქართველიშვილი – ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის მცირეწლოვანი ბავშვის სოციალურ ქსელებში დაბულინგების მცდელობა – დღეს უკვე კობახიძის მამას მიადგნენ

არ ვიცი, “არაძალადობრივი” ხერხებით, ქუჩაში ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა, მათ მცირეწლოვან ბავშვებზე თავდასხმა, მამების, დედების, მეუღლეების აუგად მოხსენიება – ნახსენებია თუ არა აკერმანის მეთოდოლოგიურ ნაშრომში, მაგრამ ამ კადრებზე ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიზანმიმართულ პროვოცირებას, მის, თუნდაც აფექტის მდგომარეობამდე მიყვანის მცდელობას, რათა საკუთარი დანაშაულებრივი მავნებლობის შედეგი აისახოს ვიდეოფირზე, შემდგომში აქეთ, მედიაზე “ძალადობის” და “თავდასხმის” მორიგი კამპანიის აგორების მიზნით – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

„ არ ვიცი, “არაძალადობრივი” ხერხებით, ქუჩაში ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა, მათ მცირეწლოვან ბავშვებზე თავდასხმა, მამების, დედების, მეუღლეების აუგად მოხსენიება – ნახსენებია თუ არა აკერმანის მეთოდოლოგიურ ნაშრომში, მაგრამ ამ კადრებზე ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიზანმიმართულ პროვოცირებას, მის, თუნდაც აფექტის მდგომარეობამდე მიყვანის მცდელობას, რათა საკუთარი დანაშაულებრივი მავნებლობის შედეგი აისახოს ვიდეოფირზე, შემდგომში აქეთ, მედიაზე “ძალადობის” და “თავდასხმის” მორიგი კამპანიის აგორების მიზნით.
ჩვენ ვნახეთ უკვე პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვან შვილებზე ჩასაფრებისა და თავდასხმის “ჟურნალისტური” ოპერაცია, ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის მცირეწლოვანი ბავშვის სოციალურ ქსელებში დაბულინგების მცდელობა – დღეს უკვე კობახიძის მამას მიადგნენ. მამაჩემი გარდაცვლილია, მაგრამ ჩემს ფსიქოტიპში ქექვის სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ საჯაროდ მისი საქვეყნოდ შეურაცხყოფისას, ასეთი მაქსიმალურად თავშეკავებული, ნამდვილად ვერ ვიქნებოდი და ჩემს შემთხვევაში, მათი მიზანი მიღწეული იქნებოდა.
ველოლიავებით! უკრაინის მსგავსად, რეპრესიებში უნდა მოაქციო ეს მედიაქილერები! და მათი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მფარველებიც ზედ მიაყოლო! თავის ომბუდსმენებითა და ჟურნალისტური ქარტიის მესვეურებთან ერთად! ელემენტარულს ვერ ვაღწევთ – აკრედიტაციას ვერ ვართმევთ, რომ შემაკავებელი ორდერით მათი მიახლოვება იკრძალებოდეს ბრიფინგებსა თუ ოფიციალურ ღონისძიებებზე. პირადი ცხოვრების კინოდოკუმენტალისტები და ამ კადრებით ათასობით ადამიანის შანტაჟისტები კვლავ ძვრებიან ჩვენს საძინებლებში, სულებში, გულებში, სასაფლაოებზე! როდემდე?!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება