fbpx

შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უკადრებელს კადრულობს, შეურაცხყოფს პარლამენტს და პარლამენტარებს

“ქვეყნის სირცხვილია ეს ქალი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურ ფრთას. ქალი რომელიც პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უკადრებელს კადრულობს, შეურაცხყოფს პარლამენტს და პარლამენტარებს. ვის რუსულზე ლაპარაკობს ქალბატონი სალომე, როცა თვითონ რუსულ საქმეს აკეთებს, უგულველყოფს თავისი ქვეყნის ინტერესებს და როგორც სტაჟიანი აგენტი, უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობს. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ ვიქტორ ორბანი ბევრად მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის განვითარების, ვიდრე ეს ქალბატონი. გრძნობს, რომ 2024 წელს უნდა დაემშვიდობოს პარლამენტს და როგორც თვითონ ამბობს კერძო საუბარში, მან მეტი არაფერი იცის და სამსახურს საქართველოში ვერ იშოვის, ამ უსაქციელობით კი უცხოელ პატრონებზე მუშაობს, იქნებ როგორმე თავი მოაწონოს და იქ “გამოუძებნონ” რამე ადგილი.”

წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება