fbpx

ამ ქალზე და ამის თაღლით პარტიაზე კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას- “ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო.”

“როდესაც ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მიმართავდა, რომ ასოცირების ტრიოდან პირველ რიგში საქართველო იმსახურებს სტატუსს და უფრო მეტიც – უნგრეთი განსაკუთრებულად ლობირებს საქართველოს სტატუსის მინიჭებას და ერთი ფაქტიც, რომ ევროკომისარი ვარჰეი ორბანის თანამემამულეა, დადებითი გადაწყვეტილების ალბათობას განსაკუთრებულად ზრდის.

ჰო და როდესაც უნგრეთი საქართველოს ეხმარება, ეს ქალბატონი და მისი რადიკალური პარტია “ლელო” ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის.

ეს, ნაც-მოძრაობიდან ჩამოლაბორანტებული და ხაზარაძის უბეზე დაკერებული პოლიტიკანი ღირსეულად აგრძელებს მავნებლობას და იმდენად არ ადარდებს საქართველოს წარმატება, რომ სტატუსის მინიჭებაზე მეტად, უკრაინის ინტეგრირების საკითხზე ნერვიულობს.

ორბანი ბლოკავს უკრაინას და ამის მიზეზებს თვითონვე ხსნის, ხოლო გულშემატკივრობს საქართველოს და ამიტომაცაა დღეს უნგრეთი ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორი!

ამ ქალზე და ამის თაღლით პარტიაზე კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას- “ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო.”

წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება