fbpx

შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე,  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატმა შეხვედრა წყალსაყრის თემთან, ხაბელაშვილების, ჟანივრის, ინწკირვეთისა და ნაღვარევის მოსახლეობასთან გამართა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე, კანდიდატმა ისაუბრა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და იმ საკითხების მოგვარებას, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს.

„აღნიშნულ სოფლებში რჩება რიგი გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ.
მოსახლეობასთან შეხვედრებით,  მათი ჩართულობითა და თანადგომით  შევძლებ, ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვავითარო და ბევრი სასიკეთო პროექტი განვახორციელო ჩემს გუნდთან ერთად”, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ომარ ტაკიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება