შოვის სტიქიის დროს,გამოჩენილი თანამდგომისთვის, ჩეხ შეფ-მზარეულს საქართველოს ელჩი,ჩეხეთში მადლიერების გამოსახატავად შეხვდა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძის 15 აპრილს შეხვედა ჩეხ შეფ-მზარეულთან, მიჰალ ბარტაკს და მისი ოჯახის წევრებს, რომლებმაც 2023 წელს მომხდარი შოვის სტიქიის დროს, სამაგალითო თანადგომა გამოიჩინეს.   

გასულ წელს, მიჰალ ბარტაკი, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ტურისტული მიზნით იმყოფებოდა შოვში. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ისინი საკუთარი სურვილით დარჩნენ რაჭაში და სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებისთვის ყოველდღიურად ამზადებდნენ საკვებს.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მიჰალ ბარტაკს და მისი ოჯახის წევრებს, სოლიდარობისთვის და გულისხმიერებისთვის, რომელიც იმ მძიმე დღეებში, განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება იყო მთელი ქვეყნისთვის.

თავის მხრივ, მიჰალ ბარტაკმა გამოთქვა მადლიერება რაჭის ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის მიერ, სტიქიის ზონიდან ევაკუაციის შემდეგ, მისთვის და მისი ოჯახისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება