fbpx

შეხვედრა ადიგენის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებმა შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს საქმიანობის შესახებ, სამომავლო გეგმებსა და იდეებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საბჭო რამდენიმე თემატური მიმართულებით მუშაობს. იგეგმება, ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ჩართულობის ხელშეწყობა ახალგაზრდულ საქმიანობაში.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭო მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩამოყალიბდა, იგი დაკომპლექტებულია 27 წევრისაგან. საბჭოს მიზანია, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად მოხდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენა და გათვალისწინება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება