fbpx

გურამ მაჭარაშვილი: როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ხალხის ძალის“ პოლიტიკა მშვიდობის შენარჩუნებაა – თუკი „ქართული ოცნების“ შექმნა განაპირობა ქვეყნის შიგნით არსებულმა სიტუაციამ, „ხალხის ძალა“ შეიქმნა გარედან წამოსული გამოწვევების გამო

„ჩვენი „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფა და „ხალხის ძალის“ შექმნა საჭირო გახდა არა ქვეყნის შიგნიდან, არამედ ამჯერად, ქვეყნის გარედან წამოსული გამოწვევების გამო. მაშინ თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის დახმარებით ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაცია მოაგვარა და გააგდო ის ხელისუფლება, რომელიც დიქტატორულ რეჟიმს ამყარებდა, ახლა უკვე გარედან წამოსული ჩვენი ავის მსურველების საწინააღმდეგოდ გამოვედით ჩვენ ამ პარტიიდან, რათა შეგვექმნა „ხალხის ძალა“ და კულისებიდან გამოგვეტანა ინფორმაციები ხალხისთვის.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუკი „ქართული ოცნების“ შექმნა საჭირო გახდა ქვეყნის შიგნით არსებული სავალალო სიტუაციის გამო, „ხალხის ძალის“ შექმნა განაპირობა ახლა უკვე გარედან წამოსულმა გამოწვევებმა. ამ ორივე ძალის მიზანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, რადგანაც მშვიდობის გარეშე ქვეყნის განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ შექმნა გამოიწვია საზოგადოებაში გაჩენილმა მოლოდინმა და სურვილმა იმისა, რომ შექმნილიყო პოლიტიკური ძალა, რომელიც დაასრულებდა დიქტატურასა და იმ საშინელებას, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ შექმნა. 11 წლის წინ შეიქმნა ეს პოლიტიკური პარტია, რომლის პოლიტიკაც არის მშვიდობის შენარჩუნება.

პირველი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, საქართველოს მოსახლეობამ იგრძნო, რომ ისინი არიან ადამიანები. შემდეგ კი მოახერხა მშვიდობის პოლიტიკის შენარჩუნება. თუ სახელმწიფოში არ არის მშვიდობა, ვერც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება საუბარი და ვერც უსაფრთხოებაზე. მშვიდობიდან გამომდინარეობს ყველაფერი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა გავიზიარეთ ჩვენც, „ხალხის ძალამ“. ჩვენი „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფა და „ხალხის ძალის“ შექმნა საჭირო გახდა არა ქვეყნის შიგნიდან, არამედ ამჯერად, ქვეყნის გარედან წამოსული გამოწვევების გამო. მაშინ თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის დახმარებით ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაცია მოაგვარა და გააგდო ის ხელისუფლება, რომელიც დიქტატორულ რეჟიმს ამყარებდა, ახლა უკვე გარედან წამოსული ჩვენი ავის მსურველების საწინააღმდეგოდ გამოვედით ჩვენ ამ პარტიიდან, რათა შეგვექმნა „ხალხის ძალა“ და კულისებიდან გამოგვეტანა ინფორმაციები ხალხისთვის.

ძირითადი მიზანი როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ხალხის ძალისთვის“, არის ის, რომ მშვიდობა უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში. ეს არ არის მარტივი განსაკუთრებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში.

იმასაც შეგახსენებთ, რომ რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს, ნელ-ნელა ყოველთვის სრულდება ხოლმე. როგორც უკვე აღვნიშნე, მეორე ფრონტის შესახებ ჩვენი ნათქვამი დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ დასავლეთი თურქეთს ითრევდა რუსეთთან ომში. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

ასე რომ, ჩვენს მთავარ ამოცანად ისევ რჩება ხალხისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება