fbpx

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქროს შენახვა გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქროს შენახვა-გადაზიდვის

ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ,
მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-
გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,
კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება