fbpx

გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო-აკაკი ბობოხიძე

„ხალხო, რომ იცოდეთ, გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი და დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო. ისტორიულად კი არა, ამ წუთში არ არის საქართველო და ის უდავოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არც არავინ არ დავობს და ვერც შევედავებით“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არ მახსენდება პერიოდი, როდესაც ქართული საზოგადოებრივი აზრი იყო ხელისუფლების მხარეს და არ იყო პირიქით, აი, ამ ადამიანების [მელაშვილი-ილიჩოვა] მხარეს, ამიტომ მე მგონია, რომ პირველ რიგში ქართული საზოგადოების დამსახურებაა, რომ დღეს ეს საქმე ასე დამთავრდა, რადგან ეს საქმე „ქართული ოცნებისთვის“ იქცა ტვირთად, რისთვისაც უნდოდათ ის ამოცანა ნაწილობრივ უკვე შეასრულეს გაქრა მეორე დღესვე – გარეჯი საქართველოა.

გარეჯი საქართველოა – აი ეგ ლოზუნგი, რომ იცოდეთ ამ მაგ ლოზუნგით გვაშანტაჟებენ. მე ვიტყოდი, რომ ხალხო რომ იცოდეთ გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი და დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო, ისტორიულად კი არა, ამ წუთში არ არის საქართველო, ის უდაოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არც არავინ არ დავობს და ვერც ვერავინ შევედავებით. თუ აზერბაიჯანი ამას დაგვითმობს თავისი კეთილი ნებით, არ ვიცი რატომ უნდა დაგვითმოს, ეგ იქნება მხოლოდ მათი საქმე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება