fbpx

შარტავას ქუჩის N4-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩის N4-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე შეხვდა და ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც ეზოში დაიგება ასფალტის საფარი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პროექტი საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით შესრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება